ყვარელი
ყვარელი — ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე. ქალაქში არის ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. გეოგრაფიამდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარეების ბურსისა და დურუჯის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე, თბილისიდან 134 კმ., მუკუზნის რკინიგზის სადგურიდან 26 კმ-ზე. ყვარელში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C, იანვრის — 1 °C, ივლისის — 23,6 °C; აბსოლუტური მინიმუმი -23 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38 °C. ისტორია1755 წელს ყვარელთან გაიმართა ყვარლის ბრძოლა, სადაც ქართლ-კახეთის სამეფომ დაიცვა ყვარლის ციხე-სიმაგრე ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის მიერ აღებისგან. 1930 წლიდან გახდა ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მანამდე იყო სოფელი თელავის მაზრაში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. ყვარლის საქალაქო საბჭოში შედიოდა ქალაქი ყვარელი და სოფელი სანავარდო. მოგვიანებით სანავარდო მიუერთეს კუჭატნის თემს. საბჭოთა პერიოდში ყვარელში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ღვინის, რძის, ლიმონათისა და ხილის წვენის ქარხნები. დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 7739 ადამიანი.
ციხესიმაგრეყვარელში დგას XVI-XVIII საუკუნეების ციხესიმაგრე. გეგმით კვადრატული ციხის კუთხეებში დგას ცილინდრული კოშკები. ჩრდილოეთი და დასავლეთი კოშკები ნახევრადწრიულია, აღმოსავლეთისა კი — სწორკუთხა. მის ქვედა სართულში მოთავსებულია ჭიშკარი. ციხის გალავანში სამი კოშკია ჩაყოლებული. გალავანი ზოგან ორ-, ზოგან სამიარუსიანია და ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ აგურიც არის გამოყენებული. მორთულობა ძუნწია, მხოლოდ შესასვლელების თავზეა აგურის წყობით გამოყვანილი რომბები და ჯვრები. ციხეს გარს უვლიდა მეორე გალავანი და არხი. დღეს მათი კვალი ურბანულ განაშენიანებაში აღარ ჩანს. გალერეა
ლიტერატურა
სქოლიო
|