ბორჯომი
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 10 546 ადამიანი (2014 წ.). ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, განათლების და კულტურის დაწესებულებები. გეოგრაფიამდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრის და მისი მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,3 °C, იანვრისა -2,8 °C, ივლისის 19 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბს. მაქსიმუმი 37 °C. ნალექების რაოდენობა 653 მმ წელიწადში, მაქსიმუმი მაისსა და ივნისში, მინიმუმი დეკემბერში. მზის ნათების ხანგრძლივობა 850-1900 სთ წელიწადში. ბორჯომში გადის ხაშური-ვალეს რკინიგზის ხაზი. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან. ბორჯომზე გადის ხაშური ვალესა და ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზები. ისტორიაქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I საუკუნის თლილი ქვით ნაგები აბაზანის ნაშთები. სავარაუდოდ, ბორჯომის მინერალურ წყალს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ. XVI-XVIII საუკუნეებში ბორჯომის ხეობაზე ოსმალეთის გამუდმებულმა თავდასხმებმა ეს მხარე გააპარტახა და მინერალური წყლების არსებობა დავიწყებას მიეცა. ამ პერიოდში ბორჯომის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი (სოფელ ანდრიაწმინდის ახლოს). ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. სხვა ვერსიით ამ პუნქტს ბორჯომი უნდა დარქმეოდა ურავლის ხეობის სოფლისა და სოფელ ნუის წყლების თვისებათა მსგავსების გამო. წყაროებში სახელი ბორჯომი პირველად XIX საუკუნეში იხსენიება. მისი დაარსება განაპირობა მინერალური წყლების ხელახლა აღმოჩენამ. XIX საუკუნის დასაწყისში ამჟამინდელი ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მიაგნეს მინერალური წყლის ორ საბადოს. იქვე ააშენეს სახლები და სწორედ ამ დასახლებას დაერქვა ბორჯომი. ტერიტორია ეკუთვნოდა ავალიშვილებს. 1871 წელს ბორჯომი გადაეცა კავკასიის მეფისნაცვალს მიხეილ რომანოვს. რომანოვისთვის მდინარე მტკვირს მარცხენა ნაპირზე ააშენეს ორსართულიანი სასახლე. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. 1892-1895 წლებში ლიკანში აშენდა სასახლის კომპლექსი და მოეწყო დიდი პარკი (არქ. ლ. ბენუა). 1894 წელს გაიყვანეს ხაშური-ბორჯომის რკინიგზის ხაზი. 1898 წელს ამუშავდა ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური. XIX საუკუნის დამლვეს ბორჯომში უკვე რამდენიმე საწარმო იყო. 1902 წელს დასრულდა ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა. ქალაქის სტატუსი მიიღო 1918 წელს. 1920 წელს ქალაქისთავად არჩეულ იქნა ვიქტორ ღლონტი.[4] 1930 წლიდან გახდა ბორჯომის რაიონის ცენტრი. 1935-1938 წლებში აშენდა პროფკავშირების სანატორიუმების კომპლექსები. 1965 წელს გაყვანილ იქნა ბორჯომის მაღისა და პლატოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა (არქ. გ. ჩაჩანიძე). 1972 წელს აშენდა რკინიგზის სადგური (არქ. გ. მოძმანიშვილი). 1976 წელს რომანოვის დამწვარი სასახლის ადგილზე აშენდა 14 სართულიანი 500-ადგილიანი სანატორიუმი (არქ. ი. ზაალიშვილი). საბჭოთა პერიოდში ბორჯომში მოქმედებდა წყლის ჩამომსხმელი საწარმოთა გაერთიანება „ბორჯომი“, შუშის ტარისა და პურის ქარხნები, ხორცკომბინატი. კურორტიბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა კავშირი დროს ჰქონდა საკავშირო კურორტის სტატუსი. რელიეფურ და მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და სანაღველე გზების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება მთელ წელს. ბორჯომთან ახლოს განლაგებულია ბორჯომის ჯგუფის კურორტები: ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიბანი, პატარა ცემი, ბაკურიანი, ციხისჯვარი. მოსახლეობა
ისტორიული ძეგლებიბორჯომთან ახლოს შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაგებობები გოგიას ციხე და პეტრეს ციხე. სპორტიბორჯომში მოქმედებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ და არის 4 ათას მაყურებელზე გათვლილი ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სპორტული მოედანი. 2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი, ბაკურიანთან და თბილისთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა. გალერეა
ლიტერატურა
სქოლიო
|