როჟე მარტინ დიუ გარი
როჟე მარტინ დიუ გარი (დ. 23 მარტი, 1881 — გ. 22 აგვისტო, 1958) — ფრანგი რომანისტი, 1937 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ბიოგრაფიაპალეოგრაფად და მეარქივედ მუშაობის გამო, როჟე მარტენ დიუ გარის ნაწარმოებები ობიექტურობის სულითა და სკრუპულოზური დეტალებითაა გაჯერებული. დოკუმენტაციებისა და სოციალური რეალობის ინდივიდუალურ განვითარებასთან ურთიერთობის გამო, დიუ გარის მხატვრული ლიტერატურა დაკავშირებულია მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმისა და ნატურალიზმის ტრადიციებთან. დიუ გარი ცნობილია, მრავალტომიანი რომანით, ტიბოს ოჯახი, რომელშიც ორი ძმის - ანტუანისა და ჟაკის - ბედის შესახებ მოგვითხრობს, მათი კათოლიკურ ბურჟუაზიულ ოჯახში აღზრდიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. 1922–1929 წლებში რომანის ექვსი ტომი დაიბეჭდა. მეშვიდე ტომის ხელნაწერად მიტოვების შემდეგ, დიუ გარმა 1936 და 1940 წელს კიდევ ორი ტომი გამოსცა. დიუ გარი 1958 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სიმიზის მონასტრის სასაფლაოზე, სიმიზში, ნიცის გარეუბანში. ბიბლიოგრაფია
ლიტერატურა
სქოლიო
|