ჰალდორ ლაქსნესი
ჰალდორ კილიან ლაქსნესი (ისლ. Halldór Kiljan Laxness, დაბადების სახელი Halldór Guðjónsson - ჰალდორ გუდიონსონი); დ. 23 აპრილი, 1902 — გ. 8 თებერვალი, 1998) — ისლანდიელი მწერალი, 1955 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ერთადერთი ისლანდიელი ნობელიანტი. [13] წერდა რომანებს, ლექსებს, საგაზეთო სტატიებს, ესეებს, პიესებს, სამოგზაურო ჩანაწერებსა და მოთხრობებს. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა მოაზროვნეებმა და მწერლებმა, როგორებიც იყვნენ ავგუსტ სტრინდბერგი, ზიგმუნდ ფროიდი, კნუტ ჰამსუნი, სინკლერ ლუისი, ეპტონ სინკლერი, ბერტოლდ ბრეხტი და ერნესტ ჰემინგუეი. [14] ადრეული წლებიჰალდორ გუდიონსონი დაიბადა 1902 წელს რეიკიავიკში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლაქსნესის ფერმაში, ახლომდებარე მოსფელსვეიტის სამრევლოში, როდესაც ის სამი წლის იყო. ჰალდორმა ადრეულ ასაკში დაიწყო წიგნების კითხვა და მოთხრობების წერა. იგი სწავლობდა რეიკიავიკის ტექნიკურ სკოლაში 1915-1916 წლებში და 1916 წელს გამოაქვეყნა სტატია გაზეთ მორგუნბლაჩიჩში . [15] მისი პირველი რომანის გამოქვეყნებისთანავე ( Barn náttúrunnar, 1919), ჰალდორმა დაიწყო მოგზაურობა ევროპის კონტინენტზე. [16] 1920-იანი წლები1923 წელს ჰალდორი მოინათლა კათოლიკურ ეკლესიაში და მიიღო გვარი ლაქსნესი (იმ საკარმიდამოს მიხედვით, სადაც იგი აღზარდა) და დაამატა სახელი კილიანი (ისლანდიური სახელი, რომელიც ერქვა ირლანდიელ მოწამე სენტ კილიანს). სააბატოში ყოფნისას ლაქსნესი სწავლობდა დამოუკიდებლად, კითხულობდა წიგნებს და სწავლობდა ფრანგულ და ლათინურ ენებს, ასევე, თეოლოგიასა და ფილოსოფიას . სააბატოში ცხოვრებისას მიღებული გამოცდილების შესახებ ლაქსნესმა დაწერა თავის წიგნებში Undir Helgahnúk (1924) და Vefarinn mikli frá Kasmír. ეს რომანი, რომელიც გამოქვეყნდა 1927 წელს, ისლანდიელმა კრიტიკოსმა კრისტან ალბერტსონმა დადებითად შეაფასა. ლაქსნესის რელიგიურობის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. ლაქსნესი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა 1927-1929 წლებში, ისლანდიაში ლექციებს უტარებდა და ჰოლივუდური ფილმებისთვის სცენარების დაწერას ცდილობდა. [17] იგი აღფრთოვანდა ჩარლი ჩარლი ჩაპლინის ფილმით დიდი ქალაქის ჩირაღდნები . [18] მისი ყურადღება მიიპყრო სოციალიზმმა [19]. ლაქსნესი შეუერთდა სოციალისტურ ჯგუფს. [20] 1929 წელს ლაქსნესმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამერიკას აკრიტიკებდა კანადურ გაზეთში. ამან გამოიწვია ბრალდების წაყენება მის მიმართ, დაკავება და პასპორტის ჩამორთმევა. ადვოკატების დახმარებით ბრალდება გაუქმდა. იმავე წლის ბოლოს ლაქსნესი ისლანდიაში დაბრუნდა. [21] 1930-იანი წლები1930-იან წლებში ლაქსნესი აქტიურად წერდა და აქვეყნებდა რომანებს. [22] ლაქსნესმა ასევე იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და მოიწონა საბჭოთა სისტემა და კულტურა. [23] ის იმყოფებოდა „ოცდაერთი საცდურის“ ეთერში და ამის შესახებ დაწვრილებით დაწერა თავის წიგნში Gerska ýfintýrið ( რუსული თავგადასავალი ). 1930-იანი წლების ბოლოს ლაქსნესმა შეიმუშავა უნიკალური ორთოგრაფიული სისტემა, რომელიც უფრო ახლოს იყო გამოთქმასთან. მისი მწერლობის ეს მახასიათებელი იკარგება თარგმანში. [24] 1940-იანი წლები1941 წელს ლაქსნესმა თარგმნა ერნესტ ჰემინგუეის მშვიდობით, იარაღო! ისლანდიურ ენაზე, რამაც გამოიწვია დაპირისპირება ნეოლოგიზმების გამოყენების გამო. [25] 1946 წელს დამოუკიდებელი ხალხი გამოიცა, რომელმაც შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და გაიყიდა 450,000-ზე მეტი ეგზემპლარი. [26] 1950-იანი წლები1952 წელს ლაქსნესს მიენიჭა ლენინის მშვიდობის პრემია და 1953 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო მშვიდობის საბჭოს ლიტერატურული პრემია. [27] 1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის. [28] ნობელის პრემიის საპრეზენტაციო სიტყვაში ელიას ვესენმა აღნიშნა:
1957 წელს ჰალდორმა და მისმა მეუღლემ მსოფლიო ტური წამოიწყეს. მათ მოინახულეს ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, მადისონი (უისკონსინი), სან-ფრანცისკო, მუმბაი, კაირო და რომი. [30] ამ ათწლეულში მწერლის უმთავრესი ნამუშევარი იყო გერპელა. მისი რომანის სალკა ვალკა- ს შვედური ადაპტაცია მოახდინა რეჟისორმა არნ მატსონმა და გადაიღო სვენ ნიკვისტმა 1954 წელს. [31] ოჯახილაქსნესს ოთხი შვილი შეეძინა. პირველად იგი დაქორწინდა 1930 წელს ინგიბიორგ ეინსარსდოტირთან (დ. 3 მაისი , 1908 - გ. 22 იანვარი, 1994 ) და განქორწინდა 1940 წელს. ხოლო მეორედ - აუდურ სვეინსდოტირთან (დ. 30 ივნისი, 1918 - გ. 29 ოქტომბერი, 2012 ) დაქორწინდა 1945 წელს. მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა სიცოცხლის ბოლომდე [32] გლაფრასტინინი, სადაც იყო ლაქსნესის სახლი და საცხოვრებელი, ახლა მუზეუმად არის გადაქცეული, რომელსაც ისლანდიის მთავრობა მართავს.[33] გუდნი ჰალდორსდოტირი არის კინორეჟისორი, რომლის პირველი ნამუშევარი იყო მყინვარის ქვეშ, 1989 წლის ადაპტაცია. 1999 წელს მისი ადაპტაცია ლაქსნესის ისტორიის მიხედვით (სახლის ღირსება) წარდგენილ იქნა აკადემიის პრემიაზე საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. გუდნის ვაჟი, ჰალდორ ლაქსნეს ჰალდორსონი, არის მწერალი, მსახიობი და პოეტი.[34] XXI საუკუნეში ლაქსნესისადმი ინტერესი გაიზარდა ინგლისურენოვან ქვეყნებში მისი რამდენიმე რომანის ხელახალი გამოქვეყნების შემდეგ: ისლანდიის ზარის (2003 წ.) და დიდი ვესტერის ინგლისურენოვანი გამოცემების ხელახალი გამოქვეყნებებით (2008). 2016 წელს გამოქვეყნდა გერპლას ახალი თარგმანი ინგლისური სახელწოდებით Wayward Heroes (ახირებული გმირები). [35] ლაქსნესის ბიოგრაფია ეკუთვნის ჰალდ ბირ გოდმუდსონს კუნძულის მკვიდრი: ჰალდორ ლაქსნესის ბიოგრაფია. ამ ნაშრომმა მოიპოვა ისლანდიის ლიტერატურული პრემია 2004 წელს არამხატვრული ნაწარმოებების ჟანრში საუკეთესო ნამუშევრისთვის. ისლანდიაში დაიდგა ლაქსნესის ნაშრომების მრავალი ადაპტაცია. 2005 წელს ისლანდიის ეროვნულმა თეატრმა წარადგინა ჰაუკურ სიმონარსონის პიესა, სახელწოდებით Halldór í Hollywood (ჰოლივუდის ჰოლდორი). პიესა ასახავდა მწერლის მიერ გატარებულ დროს შეერთებულ შტატებში 1920 – იან წლებში. სსრკ-ში შემოსული ნაწარმოებები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|