ლაიზა მინელი
ლაიზა მეი მინელი (ინგლ. Liza May Minnelli; /ˈlaɪzə mɪˈnɛli/; დ. 12 მარტი, 1946) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია 1972 წლის ფილმ „კაბარეში“ მონაწილეობით, სადაც მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. განთქმულია თავისი ენერგიული სასცენო შესრულებითა და ძლიერი კონტრალტოთი. ის ჯუდი გარლანდისა და ვინსენტ მინელის ქალიშვილია.[2] 1961 წელს მინელი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კარიერა დაიწყო როგორც მუსიკალური თეატრის მსახიობმა, ასევე მუშაობდა ღამის კლუბში. მისი პროფესიული სასცენო დებიუტი შედგა ბროდვეის მიუზიკლში „Best Foot Forward“ 1963 წელს. 1965 წელს მიუზიკლ „Flora the Red Menace“-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა ტონის ჯილდო,[3] რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა ლაიზა მინელის, ჯონ კანდერსისა და ფრედ ებსის თანამშრომლობას. მათ დიდი როლი ითამაშეს მისი როგორც სასცენო პერსონის ჩამოყალიბებაში. მისი გლამურულობისა და შესრულების მანერის წყალობით ის იქცა გეი-იკონად.[4][5][6] კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ადრეულ შესრულებას ფილმებში, განსაკუთრებით შეაფასეს ფილმისთვის „სტერილური დოყლაპია“ (1969). მინელიმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა მიუზიკლით „კაბარე“ (1972). გარდა ამისა მონაწილოება აქვს მიღებული ფილმებში: „იღბლიანი ლედი“ (1975), „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ (1977), „სასცენო დებიუტ “ (1991), „ართური“ (1981). მოგვიანებით იგი დაუბრუნდა ბროდვეის, სადაც მონაწილეობდა მიუზიკლებსა და სხვადასხვა წარმოდგენებში: „The Act“ (1977), „The Rink“ (1984), „Liza's at The Palace“ (2008). მის მიერ კარნეგ-ჰოლსა (1979, 1987) და რადიო-სიტი-მიუზიკ-ჰოლში (1991, 1992) გამართული კონცერტები მიჩნეულია ყველაზე წარმატებულებად მის კარიერაში. 1988-1992 წლებში ფრენკ სინატრასა და სემი დეივისთან ერთად მოანწილეობდა ტურნეში „Frank, Liza & Sammy: The Ultimate Event“. მინელის ადრეული 1960-იანი წლების სიმღერები გათვლილი იყო ახალგაზრდა აუდიტორიაზე.[7][8] 1989 წელს მინელიმ ინგლისურ სინთპოპ დუეტ Pet Shop Boys-თან თანამშრომლობით გამოსცა სტუდიური ალბომი Results. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მინელი გარკვეული ხნით ჩამოშორდა მუსიკას, მაგრამ 2002 წელს კვლავ დაბრუნდა სცენას ცოცხალი ალბომით Liza's Back. მიღებული აქვს ერთი ოსკარის, ორი ოქროს გლობუსის, ერთი BAFTA-ს და ოთხი ტონის ჯილდო. დისკოგრაფია
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|