შარლიზ თერონი
შარლიზ თერონი (ინგლ. Charlize Theron, [ʃɑrˈliːs ˈθɛrən], აფრიკაანსი [ʃɑrˈliːs ˈtrɔn]; დ. 7 აგვისტო 1975, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი. ბიოგრაფიათერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში.[1][2] დედის მხრიდან თერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ნიდერლანდური ფესვები აქვს. თერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა თერონი მართავდა. 1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო,[3] გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა.[4] ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო. თერონი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში“, „მძლავრი ჯო იანგი“, „ეშმაკის ადვოკატი“ და „მეღვინეების წესები“. თერონის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ვერცხლის დათვი“, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. 2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა“ (2005). ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი. ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|