ჰილარი სუონკი
ჰილარი ენ სუონკი (ინგლ. Hilary Swank; დ. 30 ივლისი, 1974) — ამერიკელი კინომსახიობი. ოსკარის პრემია ორჯერ მოიგო. პირველად გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „ბიჭები არ ტირიან“ (1999), ხოლო მეორეჯერ იმავე ნომინაციაში ფილმში „გოგონა მილიონ დოლარად“ (2004). სუონკმა, ალ პაჩინოსთან და რობინ უილიამსთან ერთად ითამაშა ელის როლი ფილმში „ინსომნია“ (2002). 2003 წლიდან იგი მუშაობს აგრეთვე როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი. ბიოგრაფიაჰილარი სუონკი დაიბადა 1974 წლის 30 ივლისს ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში.[1] დედამისი ჯუდი კეი[2] იყო მდივანი და მოცეკვავე, ხოლო მამამისი სტივენ მაიკლ სუონკი ეროვნული საჰაერო გვარდიის ოფიცერი და მოგვიანებით კომვოიაჟერი.[3] ჰყავს ძმა დანიელი, რომელიც ჰილარიზე 8 წლით უფროსია.[4] ჰილარის საგვარეულოს რიგი წარმომადგენელი რინგოლდის ოკრუგიდანაა.[1] დედის ხაზით ჰილარის ბებიის წინაპრები ესპანელი და შოშონი წარმოშობისა იყვნენ.[5] ჰილარი სუონკი მონაწილეობდა უმცროსი ასაკის ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებაში ცურვაში; გარდა ამისა შტატის ფარგლებში დაიკავა მე-5 ადგილი გიმნასტიკაში. პირველად სცენაზე ავიდა 9 წლის ასაკში, სადაც გამოჩნდა მაუგლის როლში სასკოლო დადგმაში „ჯუნგლების წიგნი“, რის შემდეგ არაერთხელ ითამაშა სხვადასხვა სასკოლო, მოგვიანებით საუნივერსიტეტო სპექტაკლებში. როდესაც ჰილარი 15 წლისა იყო მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, დედასთან ერთად ლოს-ანჟელესში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. იგი ამბობდა, რომ დედამისმა შთააგონა მას მსახიობი გამხდარიყო. კალიფორნიაში სწავლა დაიწყო სამხრეთ პასადენის საშუალო სკოლაში, რომელიც მოგვიანებით მიატოვა. იგი სამხრეთ პასადენის სკოლაში გატარებულ დროს ასე იხსენებს:[6]
ჰილარი სუონკის კინოკარიერა ათვლას 1990-იანი წლებიდან იწყებს. პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში „კარატეს კიდევ ერთი ლეგენდა“ (1994). 1995 წელს ბრიტანელ მსახიობ ბრიუს პეინთან ერთად ითამაშა ფილმში „გაყალბება“ (1996). ერთი წლის შემდეგ მიიღო მარტოხელა დედის – კარლი რეინოლდსის როლი სერიალში „ბევერლი ჰილზი, 90210“. შესრულებული როლისთვის ფილმში „ბიჭები არ ტირიან“ (1999) მიენიჭა პირველი ოსკარი. 2004 წელს კლინტ ისტვუდთან ერთად ითამაშა ფილმში „გოგონა მილიონ დოლარად“, რისთვისაც მეორეჯერ მოიპოვა ოსკარის პრემია. 2006 წელს 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უძველეს პარფიუმერულ სახლთან „Guerlain“.[7] 2007 წლის 8 იანვარს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გაიხსნა ჰილარი სუონკის ვარსკვლავი.[8][9] 1997 წლის 28 სექტემბერს იქორწინა მსახიობ ჩად ლოუზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1992 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე.[4] 2006 წლის იანვარში წყვილი გაშორდა.[10] ჰილარი სუონკმა განაცხადა, რომ სწამს უმაღლესი ძალების, თუმცა იგი არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არ არის.[11] ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|