ნიგვზიანი
ნიგვზიანი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (სოფლები: ნიგვზიანი, არჩეული, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს მდინარე სვიანას მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 35 მ., ლანჩხუთიდან 12 კმ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12, არის რკინიგზის სადგური „ჯუმათი“, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. ისტორიასოფელში გვხვდება ადრინდელი რკინის ხანის 10 კოლექტიური კრემაციული სამარხი და სარიტუალო მოედანი. სამარხებში აღმოჩენილია კერამიკული ნაწარმი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკმაული.[2][3] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა. დემოგრაფიასოფლის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმი აჭარლები შეადგენენ.[4]
ცნობილი ადამიანებისოფელში დაიბადნენ
ლიტერატურა
სქოლიო
|