მოედანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
მოედანი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს მდინარე სუფსის ნაპირას, ზღვის დონიდან 10 მ, ლანჩხუთიდან 28 კმ., სუფსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ., შრომისუბნიდან (უახლოესი სკოლა) 1,5 კმ. სოფელში მდებარეობს ორკარის კანიონი. ისტორიაკათოლიკე მისიონერებს სოფლის ტერიტორიაზე ძველად ხეხილის ბაღები ჰქონდათ გაშენებული. აქ იმართებოდა რელიგიური დღესასწაული - „ღვთისმშობლობა“ და ბაზრობა. ამ ადგილს მოედანს უწოდებდნენ, შემდეგ სახელწოდება აქ გაშენებულ სოფელსაც შერჩა. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა. მოედნის ეკლესიასოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ეკლესია გეგმით ჯვარ-გუმბათოვანი იყო და ჰქონდა სამი მრგვალი აბსიდი აღმოსავლეთ მხარეს და ოთხი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბურჯი. მკვლევარების ვარაუდით ის X-XI საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ეკლესია დაანგრიეს 1921 წელს. ეკლესიის ავთენტური დეტალები აღარ არის შემორჩენილი. 2016 წელს დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა.[2] მოსახლეობა
ლიტერატურა
სქოლიო
|