ჯიხანჯირი
ჯიხანჯირი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში. მდებარეობს გურიის ქედის ერთ-ერთი განშტოების თხემზე, ზღვის დონიდან 100 მ. ლანჩხუთიდან 28 კმ., სუფსიდან 8 კმ. სოფლეს აღმოსავლეთიდან აკრავს ნასტეფნარის გორაკი, რომლის მწვერვალიდან კარგად მოჩანს კოლხეთის დაბლობი. ისტორიასოფლის სახელწოდება ზანური წარმოშობისაა და ნიშნავს ციხისძირს. სოფელში შემორჩენილია კლდეზე მდგარი ციხე-სიმაგრის ნანგრევები. ეკლესია, რომელიც სოფელში იდგა, დაანგრიეს 1921 წელს. ახალი ეკლესია აშენდა 2000 წელს. 1977 წელს „ნასტეფნარის“ გორაზე აღმოჩნდა XVI-XVII საუკუნეების ოსმალური მონეტების განძი. ის შედგება ვერცხლის 334 მონეტისაგან - ახჩისგან. მონეტები ეკუთვნის ოსმალეთის სულთნებს ბაიაზიდ II-დან მოყოლებული მეჰმედ III-ის ჩათვლით. მონეტების უმრავლესობა მოჭრილია ტრაპიზონის საფაშოს ქალაქ ხანჯის ზარაფხანაში. განძი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.[2][3] მოსახლეობა
ისტორიული ძეგლებინასტეფნარის გორაკის ირგვლივ მდებარეობს კიბულაის ნაციხარი და გორგოშაულის ნაციხარები. ნაციხარებს შორის შეიმჩნევა ზველი გზა, რომელსაც მოსახლეობა საეტლო გზად იხსენიებს. გორგოშაულის ნაციხარეზე შეიმჩნევა ჩამოქცეული კედლის დიდი საპირე ქვები, დუღაბი და ქვევრების და სხვა კერამიკის ფრაგმენტები. კიბულაის მთაზეა შემორჩენილია რიყის ქვითა და დუღაბით ნაშენი კოშკის ან კარიბჭის ნაწილი იყოს, და სიმაგრის წყლის რეზერვუარი, ხოლო მის აღმოსავლეთით ნაგებობის ნაშთი - რიყის ქვით, დუღაბითა და ბრტყელი აგურის სარტყლებით.ნაციხარის მთელ ტერიტორიაზე გაფანტულია აგურისა და ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტის ფრაგმენტები.[6] ლიტერატურა
სქოლიო
|