Share to:

 

ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღრმაღელე.
სოფელი
ღრმაღელე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ღრმაღელე
კოორდინატები 42°01′38″ ჩ. გ. 41°50′00″ ა. გ. / 42.02722° ჩ. გ. 41.83333° ა. გ. / 42.02722; 41.83333
ცენტრის სიმაღლე 25
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 835[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %, რუსები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

ღრმაღელესოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ღრმაღელე, ომფარეთი, ორმეთი, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 25 მ., ლანჩხუთიდან 20 კმ, სუფსის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

ისტორია

VI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება სოფელ ღრმაღელეში აღმოჩენილი ბაზილიკის ტიპის ეკლესია წითლად მოშანდაკებული იატაკით და ჯვრის ფორმის სანათლავით. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ჯვარი ჯაჭვით და ქვის ფილა ბოლნური ჯვრის გამოსახულებით, ასევე კოლხური და იმპორტული ამფორების ნატეხები. არქეოლოგიური მასალა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.[2]

1930 წლამდე სოფელი შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეციტრუსეობა.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 749
2014 835

ლიტერატურა

სქოლიო

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი გურიაში, კრებული „გურია“ წ. III გვ. 28 — თბილისი, 2001 წ.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya