ჩანჩეთი
ჩანჩეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში (სოფლები: არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 120 მ. ნიგვზიანიდან 5 კმ., ლანჩხუთიდან 19 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა. მოსახლეობა
გამოქვაბულიმდინარე უკანღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე არის გამოქვაბულების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი ქანების დაშლა-გამოფიტვის გამო თითქმის განადგურებულია, ხოლო მეორე ჯგუფის გამოქვაბულებში ასვლა უთოკოდ შეუძლებელია. ცნობილი ადამიანებისოფელში დაიბადა მწერალი და პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე. სოფელში დაკრძალულია მწერალი ეგნატე ნინოშვილი. ლიტერატურა
სქოლიო
|