ორანჟის ტრიუმფალური თაღი (ფრანგ. Arc d'Orange) — ტრიუმფალური თაღი სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ორანჟში. მისი აგების თარიღი საკამათოა, მაგრამ ბოლო დროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ის იმპერატორ ავგუსტუსის მეფობის დროს აშენდა (ძვ. წ. 63 - ახ. წ. 14). აგებული იყო ყოფილ ვია-აგრიპას გზაზე, გალიური ომების ვეტერანებისა და ავგუსტუსის II ლეგიონის პატივსაცემად. მოგვიანებით ის გადააკეთა იმპერატორმა ტიბერიუსმა გერმანიკუსის მიერ რაინის მიწაზე გერმანულ ტომებზე ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად.
თაღი შეიცავს წარწერას, რომელიც ტიბერიუსს ეძღვნება და ახ. წ. 27 წლით თარღდება. ჩრდილოეთ ფასადის ლავანგარდზე, არსებული ბრინჯაოს წარწერა ამჟამად არ იკითხება. წარუმატებლად დასრულდა მისი გაშიფვრის არაერთი მცდელობა. თაღი დეკორირებულია სხვადასხვა რელიეფით ძირითადად სამხედრო თემატიკაზე, მათ შორისაა საზღვაო ბრძოლები, რომაელთა ომები ძველ გერმანელებთან და გალებთან. რელიეფის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულია ავგუსტუსის II ლეგიონის ქვეითი ჯარისკაცი, რომელსაც ფარი უჭირავს.
1981 წელს, ორანჟის რომაულ თეატრთან ერთად, ტრიუმფალური თაღი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| კულტურული ობიექტები |
მონ-სენ-მიშელი · შარტრის საკათედრო ტაძარი · ვერსალის სასახლე · ვეზლეს სააბატო · ვეზერის ხეობის პალეოლითური ნახატები (ლასკოს მღვიმე) · ფონტენბლოს სასახლე · ამიენის საკათედრო ტაძარი · ორანჟის რომაული თეატრი და ორანჟის ტრიუმფალური თაღი · ქალაქ არლის ღირსშესანიშნაობანი · ფონტენის სააბატო · არკ-ე-სენანის სამეფო მარილის ქარხანა · ქალაქ ნანსის მოედნები:პლას-სტანისლასი, პლას-დე-ლა-კარერი და პლას-დ’ალიანსი · სენ-სავენ-სიურ-გარტამპის სააბატო · პონ-დიუ-გარი · სტრასბურის ისტორიული ცენტრი · მდინარე სენის სანაპირო პარიზში: (შაიოს სასახლე, ეიფელის კოშკი, მარსის ველი, სამხედრო სკოლა, გრან პალე, პეტი პალე, ინვალიდთა სახლი, ბურბონის სასახლე, თანხმობის მოედანი, მადლენის ეკლესია, ტიუილრის ბაღი, ლუვრის მუზეუმი, ორსეის მუზეუმი, ნატიფ ხელოვნებათა სკოლა, სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუა, საფრანგეთის აკადემია, სიტე, შატლეს მოედანი, ოტელ-დე-ვილის მოედანი, მერიის სასახლე, სენ-ლუი, არსენალის პავილიონი) · რეიმსის საკათედრო ტაძარი · სენ-რემის სააბატო · ტოს სასახლე · ბურჟის საკათედრო ტაძარი · ავინიონის ისტორიული ცენტრი: (პაპის სასახლე, პეტი-პალეს მუზეუმი, ავინიონის საკათედრო ტაძარი, სენ-ბენეზეს ხიდი) · სამხრეთის არხი · კარკასონის ციხესიმაგრე · ლიონი · სენტ-ემილიონი · ბელგიისა და საფრანგეთის სამრეკლოები · მდინარე ლუარის ხეობა · პროვენი · ჰავრი · მთვარის პორტი · ვობანის თავდაცვითი ნაგებობები · საეპისკოპოსო ქალაქი ალბი · ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები · კოსები და სევენები · ნორდ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი · შოვეს გამოქვაბული · ბურგუნდიის ტერუარები · შამპანის ბორცვები, სახლები და სარდაფები · ლე კორბუზიეს არქიტექტურა · ტაპუტაპუატეა · ევროპის დიდი საკურორტო ქალაქები: ვიში · კორდუანის შუქურა · ნიცა · პირველი მსოფლიო ომის დაკრძალვისა და მეხსიერების ადგილები (დასავლეთის ფრონტი) · მეზონ-კარე
|
---|
| ბუნების ობიექტები | |
---|
| შერეული ტიპის ობიექტები | |
---|
|