ჯერ კიდევ VI-VII საუკუნეებში, თანამედროვე სასახლის ადგილას გალიურ-რომანული ვილა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით კაროლინგების სასახლე გახდა. მისი სახელის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ხსენება 1131 წელს მიეკუთვნება და ეფუძნება სასახლის გეგმას, რომელიც T ასოს მსგავსია (ბერძნულ ანბანში ტო). სასახლის ადრეულ ნაგებობათა უდედეს ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია, დღეისათვის უძველესია სამლოცველო, რომელიც 1207 წლით თარიღდება. 1498 - 1509 წლებში, სასახლე მასშტაბურად გადაკეთდა გოთიკურ არქიტექტურულ სტილში, ხოლო 1671 - 1710 წლებში, კიდევ ერთი გადაკეთების შედეგად მან დღეს არსებული, ბაროკოს სტილი მიიღო. 1914 წლის 19 სექტემბერს, ის მნიშვნელოვნად დააზიანა ხანძარმა. აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო.
რეიმსის კათედრალში კორონაციამდე, ფრანკთა მეფეები სასახლეში საგანგებოდ იმოსებოდნენ, ხოლო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, აქ ბანკეტი იმართებოდა. ჩანაწერი პირველ ასეთ ბანკეტზე 990 წელს მიეკუთვნება, ხოლო უკანასკნელი 1825-ს.