პოლონეთის ტატხისთვის გამართული ომის შემდეგ, 1737 წელს, ზემო ლორენის საჰერცოგო, რომლის დედაქალაქიც ნანსი იყო, გადაეცა სტანისლავ ლეშჩინსკის, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ მეფესა და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის სიმამრს. ლორენის წინა მმართველს, ჰერცოგ ლეოპოლდს წამოწყებული ჰქონდა ლორენის რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ომების სერიებმა გაანადგურა. მას გარშემო შემოკრებილი ჰყავდა არაერთი ხელოვანი და არქიტექტორი. მოვლის შემდეგ, ლეშჩინსკიმ გამოცდილი, პროფესიონალი ხელოვნებისგან შემდგარი ფონდი ჩამოაყალიბა და ქალაქის შემდგომი დამშვენების მონახაზის გაკეთება დაავალა.
მოედანს ქალაქის დაგეგმარების ლეშჩინსკისეულ ოცნებაში მთავარი ადგილი ეკავა, რადგან მას ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა შუა საუკუნეების ძველი ქალაქი ნანსი და XVII საუკუნეში, ჩარლ III-ის მიერ აშენებული ახალი ქალაქი. ის ასევე უნდა ყოფილიყო მისი სიძის და მოქმედი მეფის, ლუი XV-ისადმი მიძღვნილი. მოედანი საბოლოოდ 1752-55 წლებში აშენდა.