თულიუმი
თულიუმი[1][2] (ლათ. Thulium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 69, ატომური მასა — 168.93, tდნ — 1545 °C, tდუღ — 1950 °C, სიმკვრივე — 9.32 გ/სმ3. ღია-ვერცხლისფერი ლითონი. ბუნებრივი თულიუი შედგება ერთი სტაბილური იზოტოპისაგან. ნაერთებში სამვალენტოვანია. ისტორიათულიუმი აღმოჩენილი იქნა შვედი ქიმიკოსის პ. ტ. კლევემ 1879 წელს ერბიუმის ოქსიდის Er2O3 მინარევების გამოკვლევებისას. ამავე მეთოდის კ. გ. მოსანდერმა აღმოაჩინა სხვა იშვიათმიწა ლითონები. კლევემ მინარევების გამოყოფისას მიიღო ორი ჟანგი - ყავისფერი ჰოლმიუმის ოქსიდი და მწვანე თულიუმის ოქსიდი. 1911 წელს თ. ი. რიჩარდსმა მიიღო ელემენტი სუფთა სახით და გზომა მისი ატომური მასა. სახელწოდების წარმომავლობაუცნობი ელემენტის ოქსიდის გამოყოფისას პ. კლევემ მისცა მას სახელწოდება Thulium ჩრდილოეთ ევროპაში არსებული ლეგენდარული კუნძულის ტულეს (ძვ. ბერძნ. Θούλη, ლათ. Thule) პატივსაცემად, სკანდინავიის უძველესი სახელწოდება. მიღებალითონური თულიუმი მიიღება TmF3-ის მეტალოთერმული აღდგენით კალციუმის გამოყენებით: 2TmF3 + 3Ca = 3CaF2 + 2Tm ბუნებაშითულიუმი წარმოადგენს იშვიათ ელემენტს, მისი შემცველობა დედამიწის ქერქში არის მასის 2,7 ×10−5%, ზღვის წყალში — 10−7 მგრ/ლ. სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ერთად თულიუმი არის ისეთ მინერალებში როგორიცაა ქსენოტიმი, ევქსენიტი, მონაციტი, ლოპარიტი და სხვა. ღირებულება>99,9 % -ის სიწმინდის ლითონური თულიუმის ფასი შეადგენს მიახლოებით 2,2 ათასი დოლარი 1 კგ, 99,9 %-ის სიწმინდის თულიუმის ოქსიდის ფასია — 1,1 ათასი დოლარი 1 კგ-ზე[3]. იზოტოპი თულიუმ-170 გამოიყენება სამედიცინო პორტატული რენტგენის დანადგარის დასამზადებლად, ასევე მეტალოდეფექტოსკოპიაში. შედარებით ეხლახან შემოთავაზებული იქნა როგორც საწვავი ენერგიის რადიოიზოტოპიურ წყაროებში. გამოიყენებიან ფეროძოწების წარმოებაში ინფორმაციის მატარებლებისათვის. თულიუმის იონები გამოიყენებიან ინფრაწითელი გამოსხივების (ტალღების სიგრძე - 1,91 მკმ გენერაციისათვის. ამას გარდა ლითონური თულიუმის წყვილები გამოიყენებიან ლაზერული გამოსხივების აღსაგზნებლად (ტალღების გადაკეთებადი სიგრძით (სიხშირით). თულიუმის მონოტელურიდს აქვს ძალიან მაღალი თერმო-ე.მ.ძ (700 მკვ/К) და მის საფუძველზე დამზადებული თერმოელექტროგარდამქმნელების მარგი ქმედების კოეფიციენტიც ძალიან მაღალია (თულიუმზე ფასის დაწევის შემთხვევაში მისი გამოყენება თერმოელემენტების წარმოებაში მკვეთრად იმატებს). ამას გარდა თულიუმის ტელურიდი გამოიყენება ტყვიის ტელურიდის ნახევარგამტარობის თვისებების რეგულირებისათვის (მოდიფიკატორი). თულიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში (სპეციალური მინანქრები). რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|