ბისმუთი
ბისმუთი[1][2] (ლათ. Bismuthum; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეთხუთმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VA) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 83, ატომური მასა — 208.98, tდნ — 271.5 °C, tდუღ — 1564 °C, სიმკვრივე — 9.78 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-რუხი ფერის მყიფე ლითონი. ბუნებრივი ბისმუთი შედგება ერთი სტაბილური იზოტოპისაგან . ბისმუთი ცნობილი იყო ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნეებში. დიდხანს მიაჩნდათ კალის, ტყვიის ან სტიბიუმის სახესხვაობად. მოიპოვება მინერალების სახით, ყველაზე მეტად გავრცელებულია ბისმუთის კრიალა , თვითნაბადი ბისმუთი , ბისმითი და სხვა. ბუნებრივ ბისუთს ახასიათებს სუსტი რადიოაქტიურობა. ისტორია და სახელწოდების წარმომავლობასავარაუდოდ ლათინური Bismuthum ან bisemutum მომდინარეობს გერმანული weisse Masse, "თეთრი მასადან"[3]. პირველად ბისმუთი მოიხსენება მინეროლოგისა და მეტალურგის გიორგი აგრიკოლას სამეცნიერო ნაშრომებში XVI საუკუნის დასაწყისში. თუმცა, პირველად ბისმუთი არ იყო მიჩნეული როგორც დამოუკიდებელი ელემენტი და ფიქრობდნენ რომ ის იყო ტყვიის, კალის ან სტიბიუმის სახესხვაობა. 1739 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. პოტომის მიერ იქნა დადგენილი, რომ ბისმუთი წარმოადგენს დამოუკიდებელ ცალკე ელემენტს. 80 წლის შემდეგ შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა პირველად შემოიღო ელემენტის აღნიშვნის სიმბოლო Bi ქიმიურ ნომენკლატურაში[4]. ბუნებაშიბისმუთის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს წონის 2×10−5 %, ზღვის წყალში — 2×10−5 მგრ/ლ. მადნებში არის როგორც საკუთარი მინერალის, ისე მინარევების სახით სხვა ლიტონების ზოგიერთ სულფიდებში და სულფომარილებში. მსოფლიო პრაქტიკაში მოპოვებული ბისმუთის მიახლოებით 90 % მიიღება ტყვია-თუთიის, სპილენძის, კალის მადნების და კონცენტრატების მეტალურგიული გადამუშავების პროცესის დროს, რომლებიც შეიცავს ბისმუთის პროცენტის მეასედ ან მეათედ ნაწილს. ბისმუთის მადანი, რომელიც შეიცავს 1 % და მეტ ბისმუტს გვხვდება ძალიან იშვიათად. ბისმუთის მინერალებს შეიცავს მისი მადნები, ან სხვა ლითონების მადნები. ასეთებია მაგალითად თვითნაბადი ბისმუთი (შეიცავს 98,5—99 % Bi), ბისმუთინი Bi2S3 (81,30 % Bi), ტეტრადიმიტი Bi2Te2S (56,3—59,3 % Bi), კოზალიტი Pb2Bi2S5 (42 % Bi), ბისმიტი Bi2O3 (89,7 % Bi), ბისმუთიტი Bi2CO3(OH)4 (88,5—91,5 % Bi), ვიტიხენიტი Cu3BiS3, ჰალენობისმუთიტი PbBi2S4, აიკინიტი CuPbBiS3. საბადოების გენეტიკური ჯგუფები და სამრეწველო ტიპებიბისმუთი მომატებული კონცენტრაციით გროვდება სხვადასხვა გენეტიკური ტიპების საბადოებში: პეგმატიტებში, კონტაქტურ-მეტასომატურ, და ასევე მაღალ და საშუალოტემპერატურულ ჰიდროთერმულ საბადოებში. ბისმუთის საბადოებს თავის მხრივ აქვთ შეზღუდული გავრცელების არე და ჩვეულებრივ ის წარმოქმნის კომპლექსურ მადნებს სხვა ლითონებთან ერთად მთელ რიგ ჰიდროთერმულ საბადოების მადნების ფორმაციებში[5]. მათ შორის გამოირჩევიან:
ბისმუთის მოპოვება და გამოყენებაბისმუთი საკმაოდ იშვიათი ლითონია, და მისი მსოფლიო მოპოვება/გამოყენება არ აღემატება 6000 ტონას (5800 დან 6400 ტონამდე წელიწადში). საბადოებიცნობილია ბისმუთის საბადოები გერმანიაში, მონღოლეთში, ბოლივიაში, ავსტრალიაში, პერუში და სხვა ქვენებში[6]. მიღებაბისმუთის მიღება ეფუძნება პოლიმეტალური სპილენძის და ტყვიის კონცენტრატების და ბისმუთის მადნების გადამუშვებას პირომეტალურგიის და ჰიდრომეტალურგიის მეთოდებით. სპილენძის კონცენტრატების გადამუშავებისას ბისმუთის სულფიდური ნაერთებიდან ბისმუთის მიღებისათვის გამოიყენებენ რკინის ჟანგის დამლექს და ფლუსს. პროცესი მიმდინარეობს შემდეგი რეაქციით:
დაჟანგული მადნების გამოყენებისას, ბისმუტს აღადგენენ ნახშირბადით ადვილადლღვობადი ფლუსის ფენის ქვეშ 900-1000 °C-ზე:
სულფიდური მადნები შეიძლება გადაყვანილ იქნან ოქსიდურებში - რეაქციით:
ნახშირბადის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნატრიუმის სულფიტი, რომელიც აღადგენს ბისმუთის ოქსიდს 800 °C-ზე რეაქციით:
ბისმუთის სულფიდი შეიძლება იქნეს აღდგენილი ლითონურ ბისმუტამდე სოდის მეშვეობით მიახლოებით 950 °C-ზე ან ნატრიუმის ჰიდროქსიდის მეშვეობით 500-600 °C-ზე. ამ პროცესების რეაქციას აქვს შემდეგი სახე:
შავი (პირველადი) ტყვიიდან ბისმუთის მიღება, რომელიც წარმოიქმნება ტყვიის კონცენტრატის გადამუშავებისას, მდგომარეობს ბისმუთის გამაყოფაში მაგნიუმისა და კალციუმის მეშვეობით. ამასთან ბისმუთი კონცენტრირდება ზედა ფენებში შენაერთ CaMg2Bi2-ის სახით. Ca და Mg-საგან მისი გაწმენდა მიმდინარეობს გადადნობით ტუტის ფენის ქვეშ მჟანგავის (NaNO3) დამატებით. მიღებული პროდუქტის ელექტროლიზით მიიღება წიდა, რომელსაც გადაადნობენ პირველად (შავი) ბისმუტად. ბისმუთის მიღების ჰიდრომეტალურგიული მეთოდი ხასიათდება უფრო მაღალი ეკონომიური მაჩვენებლებით და მიღებული პროდუქტის სიწმინდით, ღარიბი პოლიმეტალური კონცენტრატების გადამუშავებით. მეთოდი ეფუძნება ბისმუტშემცველი მადნების, ნახევარპროდუქტების, აზოტმჟავისა და მარილმჟავის შენადნობების დაშლის პროცესს წარმოქმნილი ხსნარების შემდგომი გამოტუტებით. გამოტუტებას აწარმოებენ გოგირდმჟავის მეშვეობით ან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარებით ელექტროქიმიური გამოტუტებით. ბისმუთის შემდგომი გამოყოფა და გაწმენდა მიმდინარეობს ექსტრაქციის მეთოდით[7]. მაღალი სიწმინდის ბისმუთის მიღება ეფუძნება ჰიდრომეტალურგიული რაფინირების მეთოდს, ზონურ დნობას და ორსტადიურ დისტილაციას (გამოხდას). ფიზიკური თვისებებიბისმუთი — მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის მოვარდისფრო ელფერის ლითონია. ცნობილია ბისმუთის ალოტროპიული მოდიფიკაციის დიდი რაოდენობა, რომლებიც მაღალი წნევის პირობებში არიან ცნობილნი. არსებობს ბისმუთის რვა კრისტალოგრაფიული მოდიფიკაცია. 2,57 გპა წნევისა და 25 °C ტემპერატურის დროს, ბისმუთის კრისტალური მესერი განიცდის კრისტალების პოლიმორფულ გარდქმნას რომბიედრულიდან მონოსოლურზე, ამ მესერის პარამეტრებია a = 0,6674 ნმ, b = 0,6117 ნმ, c = 0,3304 ნმ, β = 110,33o, სივრცული ჯგუფია C2m. 2,72 გპა, 4,31 გპა და მიახლოებით 5 გპა წნევისას ასევე მიმდინარეობს ბისმუთის კრისტალური მესერის პოლიმორფული გარდქმნები. 7,74 გპა წნევის დროს ბისმუტს აქვს კუბური მესერი, Im3m-ის სივრცული ჯგუფი მესერის პარამეტრებით - a = 0,3800 ნმ. 2,3-5,2 გპა წნევების ინტერვალში და 500-580 °C ტემპერატურის ინტერვალში ბისმუტს აქვს ტეტრაგონალური მესერი რომლის პარამეტრების a = 0,657 ნმ, c = 0,568 ნმ. 30 გპა წნევისას ასევე აღმოჩენილია პოლიმორფული გარდაქმნა[8]. ბისმუთის გადასვლას მყარიდან თხევად მდგომარეობაში თან ახლავს სიმკვრივის ზრდა 9,8 გრ/სმ³-დან 10,07 გრ/სმ³-მდე, რომელიც თანდათანობით მცირდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად და შეადგენს 9,2 გრ/სმ³ 900 °C-ზე. ბისმუთის უკუ გადასვლას თხევადიდან მყარ მდგომარეობაში თან ახლავს მოცულობის ზრდა 3,3 %-ით. ბისმუთის კუთრი ელექტრო წინაღობა ტოლია 1,2 მკომი•მ - 17,5 °C-ზე და მატულობს ტემპერატურის მატებასთან ერთად. საინტერესო თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ დნობის წერტილთან ახლოს კუთრი ელექტრო წინაღობა შეადგენს 2,67 მკომი•მ - 269 °C-ზე, ხოლო თხევად მდგომარეობაში 272 °C-ზე აქვს 1,27 მკომი•მ. სითბური გრძივი გაფართოების კოეფიციენტი ტოლია 13,4•10−6 К−1 293 К ტემპერატურაზე. სხვა ლითონებთან შედარებით, ბისმუთი, როგორც ვერცხლისწყალი, ხასიათდება მცირე თბოგამტარობით რომელიც ტოლია 7,87 ვტ/(მ•К) 300 К-ზე. ბისმუთი წარმოადგენს დიამაგნეტიკს რომლის მაგნიტური მგრძნობელობაა -1,34•10−9 293 K-ზე, რის გამოც ის წარმოადგენს ყველაზე დიამაგნიტურ ლითონს. ზეგამტარ მდგომარეობაში გადადის 7 К ტემპერატურისას. ოთახის ტემპერატურისას ბისმუთი მყიფე ლითონია და მონატეხზე აქვს მსხვილმარცვლოვანი აღნაგობა, მაგრამ 150-250 °C ტემპერატურაზე ჩნდება პლასტიკური თვისებები. დრეკადობის მოდული: 32-34 გპა ძვრის მოდული: 12,4 გპა[4] ქიმიური თვისებებინაერთებში ბისმიტი ავლენს ჟანგვის ხარისხს -3, +1, +2, +3, +4, +5. ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ჰაერზე არ იჟანგება, მაგრამ ტენიან ჰაერის გარემოში იფარება თხელი ოქსიდის აპკით. დნობის ტემპერატურამდე გახურებისას ხდება ბისმუთის ჟანგვა, რომელიც შესამჩნევად ინტენსირდება 500 °C-ზე. ტემპერატურის 1000 °C-მდე მიღწევისას იწვის ოქსიდის წარმოქმნით Bi2O3[4] ოზონის ურთიერთქმედებისას ბისმუტთან წარმოიქმნება ოქსიდი Bi2O5. უმნიშვნელოდ ხსნის ფოსფორს. წყალბადი მყარ და თხევად ბისმუტში პრაქტიკულად არ იხსნება, რაც ცხადყოფს წყალბადის დაბალ აქტივობას ბისმუთის მიმართ. ცნობილია ჰიდრიდები Bi2H2 და BiH3, რომლებიც გახურებისას არამდგრადნი არიან და საწამლავ აირებს წარმოადგენენ. ბისმუთი არ ურთიერთქმედებს ნახშირბადთან, აზოტთან და სილიციუმთან[9]. ბისმუთის ურთიერთქმედებას გოგირდთან და ან გოგირდოვან აირთან თან ახლავს სულფიდების წარმოქმნა (BiS, Bi2S3. ბისმუთი ავლენს მდგრადობას კონცენტრირებული მარილმჟავის და გაზავებული გოგირდმჟავის მიმართ, მაგრამ იხსნება აზოტმჟავაში და სამეფო წყალში. ბისმუთი რეაგირებს დიაზოტის ტეტრაოქსიდთან ბისმუთის ნიტრატის წარმოქმნით კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან გახურებისას იხსნება BiH(SO4)2-ის წარმოქმნით, ეს როცა გაზავებულ გოგირდმჟავაში იხსნება ბისმუთის სულფატის წარმოქმნით ბისმუთის ურთიერთქმედებას ფტორთან, ბრომთან, ქლორთან და იოდთან თან ახლავს სხვადასხვა ჰალოგენიდების წარმოქმნა ლითონებთან შეუძლია წარმოქმნას ინტერმეტალიდები – ბისმუთიდები[8][10]. ღირებულებაბისმუთის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე არამდგრადია, რაც განისაზღვრება მოთხოვნილებითა და წინადადებებით, ასევე ტყვიის წარმოების ზრდით ან დაცემით, რაც იწვევს შესაბამისად მისი წარმოების ზრდას ან დაცემას, სადაც ის წარმოადგენს ღირებულ თანდაყოლილ მასალას ტყვიაშემცვლელ კონცენტრატებში. 1970-იან წლებიდან მოყოლებული, ბისმუტზე ყველაზე დაბალი ფასი შეადგინა 3,5 დოლ./კგ და დაფიქსირდა 1980 წ., ხოლო ყველაზე მაღალი — 15 დოლ./კგ — 1989 წ. 1995 წლის ბოლოს 99,99 % სიწმინდის ბისმუტზე შეადგინა 8,8 დოლ./კგ[11]. კილოგრამ პროდუქტზე ღირებულება საწყობიდან (აშშ) იანვარ-სექტემბერში აიწია 8,8 აშშ დოლარით (19,80-დან 28,60 დოლარამდე კილოგრამზე (ფრანკო-ბორტი )). ბისმუთის ზოდებზე ფასი როტერდამის საწყობებში 2011 წლის იანვარ-სექტემბერში აიწია 4,2 დოლარით (22,20-დან 26,40 დოლარამდე ერთ კილოგრამზე (სიფ-ი)). გამოყენებამეტალურგიაბისმუტს აქვს დიდი მნიშვნელობა ეგრეთ წოდებული «ავტომატური ფოლადების», განსაკუთრებულად კი უჟანგავი ფოლადების წარმოებაში, და ძალიან აადვილებს მის დამუშავებას ჭრით ავტომატ-დაზგებზე (საზეინკლო, და სხვა.) სადაც ბისმუთის კონცენტრაცია მხოლოდ 0,003 %-ია, ამავე დროს კოროზიის მიმართ მიდრეკილების ზრდის გარეშე. ბისმუტს იყენებენ ალუმინის საფუძველის შენადნობებში (მაგალითად 0,01 %), ეს დანამატი აუმჯობესებს ლითონის პლასტიკურ თვისებებს, მკვეთრად აადვილებს მის დამუშავებას. კატალიზატორებიპოლიმერების წარმოებაში ბისმუთის ჟანგი გამოიყენება როგორც კატალიზატორი, და ასევე მას კერძოდ გამოიყენებენ, აკრილების პოლიმერების წარმოებისას. ნავთობის კრეკინგისას რაღაც გამოყენებას პოულობს ბისმუთის ოქსიდ-ქლორიდი. თერმულ ელექტრონული მასალებიბისმუთი გამოიყენება ნახევარგამტარებში, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენებიან თერმოელექტრულ ხელსაწყოებში. ასეთ მასალებს მიეკუთვნებიან ტელურიდი ( ბისმუთის ტელურიდის თერმო ე.მ.ძ. არის 280 მკვ/К) და ბისმუთის სელენიდი. მიღებულ იქნა მაღალეფექტური მასალა ბისმუთის-ცეზიუმის-ტელურის საფუძველზე ნახევარგამტარიანი მაცივრების სუპერპროცესორების წარმოებისათვის. ბირთვული გამოსხივების დეტექტორებიბირთვული გამოსხივების დეტექტორების წარმოებისათვის მნიშვნელობა აქვს მონოკრისტალური ბისმუთის იოდიდს. ბისმუთის გერმანატი (Bi4Ge3O12, მოკლე აღნიშვნა BGO) — გავრცელებული სცინტილაციური მასალა, გამოიყენება ბირთვულ ფიზიკაში, მაღალი ენერგიის ფიზიკაში, კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, გეოლოგიაში. ადვილად ლღვობადი შენადნობებიბისმუთის ყველა შენადნობი სხვა ადვილად ლღვობად ნივთიერებებთან (კადმიუმთან, კალასთან, ტყვიასთან, ინდიუმთან, თალიუმთან, ვერცხლისწყალთან, თუთიასთან და გალიუმთან) ფლობს ძალიან დაბალი დნობის ტემპერატურას (ზოგიერთი — წყლის დუღილის ტემპერატურაზე დაბალი, ბისმუტთან ყველაზე ადვილადლღვობადი შემადგენლობა რომლის უმდაბლესი დნობის ტემპერატურაა მიახლოებით +41 °C[12]). ყველაზე ცნობილია ვუდის შენადნობი და (კადმიუმის გარეშე) როზეს შენადნობი. ასეთი ადვილადდნობადი შენადნობების გამოყენება ხდება:
მაგნიტური ველების გაზომვაგანსაკუთრებული სიწმინდის ლითონური ბისმუთი გამოიყენება როგორც სახვევი მასალა ზემძლავრი მაგნიტური ველების გასაზომად, რადგანაც, მაგნიტური ველის ზრდასთან ერთად ბისმუთის ელექტროწინაღობა მკვეთრად იზრდება. პოლონიუმ-210-ის წარმოებაშიბისმუთი მნიშვნელოვანია პოლონიოუმ-210 - რადიოიზოტოპიური მრეწველობის მნიშვნელოვანი ელემენტის, წარმოების ზოგიერთ ბირთვულ ტექნოლოგიაში. პოლონიუმ-210 გამოიყენება ბირთვული რეაქციების წემდგობი გაძლიერებისათვის. ბისმუთი წარმოადგენს მეტად საინტერესი და საჭირო ქიმიურ ელემენტს. დენის ქიმიური წყაროებიბისმუთის ოქსიდი გრაფიტთან ერთად გამოიყენება როგორც დადებითი ელექტროდი ბისმუტ-მაგნიუმის ელემენტებში (ემძ 1,97—2,1 ვ, 120 ვტ·სთ/კგ, 250—290 ვტ·სთ/დმ³). ასევე ტყვიის ბისმუტატი როგორც დადებითი ელექტროდი გამოიყენება ლითიუმის ელემეტებში. ბისმუთის ინდიუმთან შენადნობი გამოიყენება განსაკუთრებულად სტაბილურ და საიმედო ვერცხლისწყალ-ბისმუტ-ინდიუმის ელემნტებში. ასეთი ელემენტები მშვენივრად მუშაობენ კოსმოსში და იმ პირობებში, სადაც მნიშვნელოვანია დაძაბულობის სტაბილურობა, მაღალი კუთრი ენერგია. ბისმუთის ფტორიდი გამოიყენება ძლიერ ენერგოტევადი (3000 ვტ·სთ/დმ³, პრაქტიკულად მიღწეულია — 1500—2300 ვტ·სთ/დმ³) ლანთან-ფტორიდული აკუმულატორი. მტკიცე ლითონებისა და შენადნობების დამუშავებაბისმუთის ადვილადლღობად შენადნობებში (მაგალითად, ვუდის შენადნობი, როზეს შენადნობი და სხვა.) ახდენენ სახარატო, საღარავ და ბურღვით დამუშავებას ურანის, ვოლფრამის და მათი შენადნობების და სხვა მასალების, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ჭრით დამუშავებას. ბირთვული ენერგეტიკაბისმუტ-ტყიის ევტექტიკური შენადნობი გამოიყენება თხევადლითონურ თბომატარებელ რეაქტორებში. კერძოდ კი საბჭოთა წყალქვეშა ფლოტში ასეთი რეაქტორები გამოიყენებოდა წყალქვეშა ნავში К-27 და შვიდ წყალქვეშა ნავში პროექტ 705 («ლირაში»). ბისმუთის სითბური ნეიტრონების მიტაცების მცირე განიკვეთისა და ურანის მნიშვნელოვანი უნარის გამო გაიხსნას დუღილის მნიშვნელოვან ტემპერატურაზე და მცირე აგრესიულობის გამო კონსტრუქციულ მასალების მიმართ, შესაძლებელს ქმნის ბისმუთი გამოყენებულ იქნას ჰომოგენურ ატომურ რეაქტორებში, რომელიც ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ გამოცდების სტადიაში არის. მანგანუმ-ბისმუთის ინტერმეტალიდი მეტად ფერომაგნიტურია და მრეწველობაში იწარმოება დიდი რაოდენობით პლასტიური მაგნიტების მისაღებად. ასეთი მასალის თავისებურებას და უპირატესობას წარმოადგენს ყველანაირი ფორმისა და ზომის მუდმივი მაგნიტების ჩქარი და იაფი (ამასთანავე დენგაუმტარი) მიღების შესაძლებლობა. ამას გარდა, ეს მაგნიტის მასალა საკმაოდ გამძლეა აქვს მნიშვნელოვანი კოერციტული ძალა. ბისმუთისა და მანგანუმის ნაერთის გარდა, ასევე ცნობილია მაგნიტმტკიცე ბისმუთის ინდიუმის, ქრომისა და ევროპიუმის შენაერთები, რომელთა გამოყენება შეზღუდულია ტექნიკის სპეციალური დარგებით, ანსინთეზის სიძნელის გამო (ბისმუთი-ქრომი), ან მეორე კომპონენტის (ინდიუმი, ევროპიუმი) მაღალი ფასებით. საწვავი ელემენტებიკერამიკული ფაზები ვიმებოქსი (ВИМЕВОКС), რომლის შემადგენლობაშია ბისმუთის ოქსიდი სხვა ლითონის ოქსიდებთან ერთად (ვანადიუმი, სპილენძი, ნიკელი, მოლიბდენი და სხვა), ფლობენ ძალიან მაღალ გამტარობის უნარს, 500—700 К ტემპერატურის დროს და გამოიყენებიან მაღალტემპერატურულ საწვავ ელემენტებში. მაღალტემპერატურული ზეგამტარობაკერამიკა, რომელთა შემადგენლობაშია ბისმუთის, კალციუმის, სტრონციუმის, ბარიუმის, სპილენძის იტრიუმისა და სხვათა ოქსიდები წარმოადგენენ მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს. ბოლო წლებში ზეგამტარების შესწავლისას გამოვლინდა ფაზები, რომლებსაც აქვთ გადასვლის პიკები ზეგამტარ მდგომარეობაში 110 К დროს. ტეტრაფტორჰიდრაზინის წარმოებაბისმუთი მწვრილი ბურბუშელის ან ფხვნილის სახით როგორც კატალიზატორი გამოიყენება ტეტრაფტორჰიდრაზინის წარმოებაში ( სამფტორული აზოტიდან), რომელიც გამოიყენება როგორც სარაკეტო საწვავის დამჟანგავი. ელექტრონიკაშენადნობი რომლის შემადგენლობაა 88 % Bi და 12 % Sb მაგნიტურ ველში აღმოაჩენს მაგნიტურწინაღობის ანომალურ ეფექტს; ამ შენადნობიდან ამზადებენ სწრაფად მოქმედ გამაძლიერებლებს და ჩამრთველებს. ვოლფრამატი, სტანატ-ვანადატი, სილიკატი და ბისმუთის ნიობატი შედიან მაღალტემპერატურული სეგნეტოელექტრული მასალების შემადგენლობაში. ბისმუთის ფერიტი გამოიყენება როგორც მაგნიტოელექტრული მასალა. მედიცინაბისმუთის შენაერთებიდან მედიცინაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება Bi2O3. კერძოდ კი მას გამოიყენებენ ფარმაცევტულ მრეწველობაში კუჭ-ნაწლავის დაავადებების ბევრი წამლის დასამზადებლად, ასევე ანტისეპტიკური და შემმახორცებელი საშუალებების დასამზადებლად. ბოლო დროს მის საფუძველზე მუშავდება ანტისიმსივნური პრეპარატები ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ბისმუთის ოქსიდ-ქლორიდი პოვებს გამოყენებას მედიცინაში როგორც რენდგენკონტრასტული საშუალება და შემვსები სისხლძარღვების დამზადებისას. ამას გარდა მედიცინაში ფართოდ გამოყენებას ჰპოვებენ ისეთი ნაერთები, როგორიცაა ბისმუთის გალატი, ბისმუთის ტარტრატი, ბისმუთის კარბონატი, ბისმუთის სუბსალიცილატი, ბისმუთი სუბციტრატი და ბისმუთის ტრიბრომფენოლატი. ამ ნაერთების საფუძველზე შემუშავებულია ბევრი მედიკამენტი (მათ შორის ვიშნევსკის მალამო). წყლულსაწინააღმდეგო პრეპარატებში გამოიყენება: ბისმუთის სამკალიუმის დიციტრატი (ბისმუთის სუბციტრატი) (კოდი АТХ A02BX05), ბისმუთის სუბნიტრატი (A02BX12), ბისმუთის რანიტიდინის ციტრატი (A02BA07). პიგმენტებიბისმუთის ვანადატი გამოიყენება როგორც პიგმენტი (მკვეთრი ყვითელი ფერი). კოსმეტიკაბისმუთის ოქსიდ-ქლორიდი გამოიყენება როგორც ბრწყინვალების მიმცემი ფრჩხილის ლაქების, პომადების, ჩრდილების წარმოებაში და სხვა. ნადირობაბისმუთი შედარებით უსაფრთხოა გარემოსათვის. ამიტომაც მას იყენებენ საფანტის დასამზადებლად ტრადიციული და ტოქსიკური ტყვიის ნაცვლად[13]. ბიოლოგიური როლიადამიანის ორგანიზმში ბისმუთის შემცველობა შეადგენს:
საშუალო წონის (მასა~70 კგ) ადამიანის ორგანიზმში მისი შემცველობა მცირეა, მაგრამ ზუსტი მონაცემები არ არის. ასევე ტოქსიკურ და სასიკვდილო დოზებზე მონაცემები არ არსებობს[14]. იზოტოპებიბუნებრივი ბისმუთი შედგება ერთი იზოტოპისაგან 209Bi, რომელიც ითვლება ყველაზე მძიმედ ბუნებაში არსებული სტაბილურ იზოტოპებს შორის. თუმცა 2003 წელს ექსპერიმენტულად დამტკიცებული იქნა, რომ ის წარმოადგენს ალფა-რადიოაქტიურს ნახევარდაშლის პერიოდით 1,9±0,2×1019 წ. ასე რომ ბისმუთის ყველა ცნობილი იზოტოპი რადიოაქტიურია. მაგრამ რადგანაც ნახევარდაშლის პერიოდი 1,9±0,2×1019 წელი მთელი რიგით მეტია, ვიდრე თანამედროვე სამყაროს ხნოვანება, ბუნებრივი ბისმუთი რომელიც შედგება ერთი იზოტოპისაგან 209Bi, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანისათვის უვნებელ რადიოაქტიურად. გარდა 209Bi, ცნობილია ასევე ბისმუთის სამ ათეულზე მეტი (ჯერჯერობით 34) იზოტოპი, რომელთა უმრავლესობას აქვს იზომერული მდგომარეობა. მათ შორის სამის არსებობის ხანგრძლივობა არის:
დანარჩენების ნახევარდაშლის პერიოდი არ აღემატება რამდენიმე დღეღამეს. ბისმუთის იზოტოპები რომელთა მასური რიცხვი არის 184-დან 208-მდე და 215 - 218 მიღებულია ხელოვნურად, დანარჩენი — 210Bi, 211Bi, 212Bi, 213Bi და 214Bi — წარმოიქმნებიან ბუნებაში, ურანი-238-ის, ურანი-235-ის და თორიუმი-232-ის ბრთვების რადიოაქტიური დაშლის ჯაჭვის დროს. საინტერესო ფაქტებიბისმუტს მყარ მდგომარეობაში აქვს ნაკლები სიმკვრივე, ვიდრე თხევადში. ამ თვისებით ხასიათდებიან ელემენტების ძალიან მცირე რაოდენობა, ბისმუთის გარდა გერმანიუმი და გალიუმი[15] და ზოგი შენაერთი, მაგალითად წყალი. ბისმუთი წარმოადგენს ძლიერ დიამაგნეტიკს, ამასთან დიამაგნეტიზმის ეფექტი შეიძლება ნახოთ უბრალო ლაბორატორიის პირობებში, სხვა ხელმისაწვდომი, მაგრამ სუსტი დიამაგნეტიკთან განსხვავებით.ძაფზე დაკიდული ბისმუთი მაგნიტის ორივე პოლუსისაგან შესამჩნევად იხრება. ეს არის ეგრეთ წოდებული დიამაგნეტური ლევიტაცია[16]. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|