რუბიდიუმი
რუბიდიუმი[1][2] (ლათ. Rubidium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის, პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 37, ატომური მასა — 85.468, tდნ — 39.30 °C, tდუღ — 688 °C, სიმკვრივე — 1.532 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი. მიეკუთვნება ტუტე ლითონებს. ბუნებრივი რუბიდიუმი ედგება ორი იზოტოპის ნარევისაგან და . 1861 წელს რუბიდიუმი აღმოაჩინეს რ. ბუნზენმა და გ. კირხჰოფმა მინერალების სპექტროსკოპიული ანალიზის დროს. 1863 წელს ლითონური რუბიდიუმი პირველად მიღებულ იქნა რ. ბუნზენის მიერ. აღმოჩენის ისტორია1861 წელს გუსტავ კირხჰოფმა და რობერტ ბუნზენმა რუბიდიუმი აღმოაჩინეს მინერალური წყლის აორთქლების შემდეგ მიღებული ნალექის სპექტრის შესწავლით. სახელწოდება „რუბიდიუმი“ მიიღო მისი სპექტრის მეწამური ფერის გამო. 1883 წელს ბუნზენმა პირველად მიიღო მეტალური რუბიდიუმი. რუბიდიუმი ბუნებაში გავრცელებულია ნაერთების სახით. დედამიწის წიაღში მისი შემცველობა უდრის 8,3*10-3 წონით პროცენტს. მეტწილად სილიციუმისა და ალუმინის ოქსიდებთან ერთად კარნალიტი KCl*MgCl2*6H2O მცირე რაოდენობით შეიცავს რუბიდიუმის ქლორიდს (RbCl). რუბიდიუმის მისაღებად, მისი შემცველი მადნები გადაყავთ ხსნადი მარილის-ქლორიდის სულფატის ან ნიტრატის მდგომარეობაში, საიდანაც სპეციალური რეაქციების გამოყენებით გამოყოფენ რუბიდიუმს ნაერათის სახით. მეტალურ რუბიდიუმს იღებენ მისი ნაერთის ნალღობის ელექტროლიზით ვაკუუმში, ან ინერტული გაზის ატმოსფეროში, მას იღებენ აგრეთვე მისი ჰიდროქსიდის აღდგენით:
იზოტოპებისტანდარტული ატომური მასარუბიდიუმის სტანდარტულ ატომურ მასად მიღებულია — 85,4678, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.
ფიზიკური თვისებებიის მსუბუქი ელემენტია, d=1,532გ/სმ3, ვერცხლისფერი, მოცულობა ცენტრისებური კუბური ფორმის ნივთიერებაა, ახასიათებს პარამაგნიტური თვისებები. ცნობილია რუბიდიუმის შენადნობები, მაგალითად ნატრიუმთან რომლის დნობის ტემპერატურა 4,5 გრადუსია, კალიუმთან-32,8 გრადუსი, (Rb+Cs)+9 გრადუსი ლღობის ტემპერატურით რუბიდიუმი რადიოაქტიურია და ახასიათებს ბეტა გამოსხივება. ქიმიური თვისებებიქიმიური თვისებებით რუბიდიუმი უფრო აქტიური ლითონია, ვიდრე ლითიუმი, ნატრიუმი და კალიუმი. რიგი ქიმიური თვისებებით, რუბიდიუმი ახლოს არის კალიუმის ქიმიურ თვისებებთან. სუფთა ჟანგბადში რუბიდიუმი იწვის აალებით Rb2O4-ის წარმოქმნით. ის აქტიურად ურთიერთქმედებს წყალთან წყალბადის გამოყოფით, ეს რეაქცია იმდენად ენერგიულია, რომ მიმდინარეობს -180 გრადუსზეც კი. მეტალური რუბიდიუმის სპირტებზე მოქმედებით, რეაქცია ენერგიულად წარიმართება, ადგილი აქვს წყალბადის გამოყოფას და ალკოპოლიატების მიღებას. ფთორისა და ქლორის ატმოსფეროში რუბიდიუმი აალდება, ბრომთან კი რეაქცია აფეთქებით მიმდინარეობს და წარმოიქმნება შესატყვისი ჰალოგენები. ამიაკთან წარმოქმნის რუბიდიუმის ამიდს RbNH2. რუბიდიუმის მარილები რადიოაქტიურია, ისინი კარგად იხსნებიან წყალში, ძნელად ხსნადია რუბიდიუმის შემდეგი მარილები: RbClO4, Rb3Sb2Cl9, Rb2[SnCl6] და სხვა. რუბიდიუმის ნაერთებიმისი ნაერთების უმრავლესობა უფერო ნივთიერებებია. ის უფრო კუბური ფორმის კრისტალური ნივთიერებაა. იონთაშორის მანძილი 3.02A ტოლია d=2,6გ/სმ3, იშლება 400 გრადუსზე.
სუფთა რუბიდიუმის ოქსიდის მისაღებად მეტალურ რუბიდიუმს ვერცხლის ტიგერლში მშრალ ჟანგბადთან ერთად ახურებენ ვაკუუმში. ხანგრძლივად წარმოიქმნება Rb2O, რომელიც კუბური კრისტალების სახით რჩება ტიგელში, ხოლო ჭარბი რაოდენობის რუბიდიუმი ორთქლდება და კონდენსირდება ჭურჭლის ცივ ზედაპირზე. რუბიდიუმის ოქსიდი Rb2O გახურებით 400 გრადუსამდე განიცდის დისპროპორცირებას რუბიდიუმის ზეჟანგად და რუბიდიუმად: 2Rb2O=Rb2O2+2Rb
Rb2O2 მკრთალი მოყვითალო ფერის კუბური ფორმის მდგრადი კრისტალური ნივთიერებაა, რომლის t=600 გრადუსს, d=3,65 გ/სმ3. რუბიდიუმის ზეჟანგის გახურებით ვერცხლის ნავში, 300 გრადუსზე წარმოიქმნება შავი ფერის ზეჟანგი Rb2O3, შემდეგ კი RbO2 (Rb2O4).
Rb2O4+2H2O=2RbOH+H2O2+O2
Rb2O+H2O=2RbOH RbOH თეთრი ფერის ამორფული მყარი ნივთიერებაა, ძლიერ ჰიგროსკოპიულია, tლღ=30 გრადუსს. ორთქლის მდგომარეობაში გადადის დაუშლელად, ძლიერი ტუტეა.
Rb2CO3+2HF=2RbF+CO2+H2O RbOH+HF=RbF+H2O მიღებული ხსნარის კონცენტრირებით გამოიყოფა უფერო კუბური კრისტალების სახით, იონთაშორისი მანძილი r=2,82, A, t=ლღ=760 გრადუსს,tდუღ=1410 გრადუსს, ძლიერ ჰიდროსკოპიულია, კარგად იხსნება წყალში და სპირტში. რუბიდიუმის ქლორიდი RbCl მიიღება იმავე გზით როგორიც RbF. Rb2CO3+2HCl=2RBCl+CO2+H2O RbOH+HCl=RbCl+H2O Rb ქლორიდი გამოიყოფა უფერო კუბური კრისტალების სახით, იონთაშორის მანძილი r=2.29, A, d=2,762გ/სმ3, tლღ=715 გრადუსს, tდუღ=1383 გრადუსს, ადვილად იხსნება წყალში, ცუდად სპირტში. 'რუბიდიუმის ქლორიდი', ზოგიერთი მეტალის ქლორიდთან წარმოქმნის ორმაგ და კომპლექსურ მარილებს, როგორიცაა:Rb3Sb2Cl9, Rb2[SnCl6], Rb2[PtCl6] და სხვა.
RbOH+HJ=RbJ+H2O Rb2O+2HJ=2RbJ+H2O Rb2CO3+2HJ=2RbJ+CO2+H2O RbJ წარმოადგენს უფერო კუბური ფორმის კრისტალურ ნივთიერებას. იონთაშორისი მანძილი r=3,67A, d=3,55გ/სმ3, tლღ=642 გრადუსს, tდუღ=1300 გრადუსს, იხსნება წყალსა და სპირტში. რუბიდიუმის იოდიდის ხსნარზე იოდის მოქმედებით მიიღება რუხი ფერის რუბიდიუმის პოლიოდიდები RbJ3, RbJ7 და RbJ9- 200 გრადუსამდე ფგაცხელებით ისინი იშლებიან. ცნობილია, აგრეთვე, რუბიდიუმის იოდიდის შერეული პოლიჰალოგენიდები, მაგალითად, RbJBr2 (წითელი ფერის) და RbJBrCl (ნარინჯისფერი). რუბიდიუმის ქლორატი RbClO3 მიიღება რუბიდიუმის სულფატის ხსნარზე ბარიუმის ქლორატის მოქმედებით მიღებული ხსნარის აორთქვლით: Rb2SO4+Ba(ClO3)2=BaSO4+2RbClO3
2RbCl+H2S=Rb2S+2HCl რუბიდიუმის სულფატი Rb2SO4 მიიღება რუბიდიუმის ჰიდროქსიდზე, ოქსიდზე ან კარბონატზე გოგირდმჟავას მოქმედებით: 2RbOH+H2SO4=Rb2SO4+2H2O Rb2SO3+H2SO4=Rb2SO4+CO2+H2O რუბიდიუმი წარმოქმნის სოსირდმჟავას მარილს RbHSO4. RbOH+H2SO4=RbHSO4+H2O RbHSO4 თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, d=2,892გ/სმ3, რომელიც გახურებით გარდაიქმნება პიროსულფატად. 2RbHSO4=Rb2SO2O7
RbOH+HNO3=RbNO3+H2O RbOCO3+2HNO3=2RbNO3+H2O+CO2 RbNO3 დიამაგნიტური თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა, კრისტალდება სხვადასხვა ფორმის კრისტალების სახით, d=3,131გ/სმ3, კარგად იხსნება წყალში და ცუდად სპირტში, ლღვება 313გრადუსზე იშლება ძლიერ გახურებით. RbNO3=RbNO2+1/2O2 აზოტმჟავასთან წარმოქმნის მჟავამარილებს: RbH(NO3)2(RbNO3*HNO3) და RbNO3*2HNO3.
3RbOH+H3PO4=Rb3PO4+3H2O 3Rb2CO3+2H3PO4=2Rb3PO4+3CO2+3H2O რუბიდიუმი ფოსფორმჟავასთან წარმოქმნის სამი რიგის სრულ, ერთი-, ორჩანაცვლებულ მარილებს:Rb3PO4, Rb2HPO4 და RbH2PO4. თუ ჩვენ Rb2H2PO4 244 გრადუსამდე გავაცხელებთ, მივიღებთ რუბიდიუმის ჰიდროპიროფოსფატს. 2RbH2PO4=Rb2H2P2O7 ცნობილია რუბიდიუმის პოლიმერული მეტაფოსფატი (RbPO3)1
Rb2CO3 განთხევადი დიამაგნიტური კრისტალური ნივთიერებაა, tლღ=837 გრადუსს, კარგად იხსნება წყალსა და სპირტში. თუ Rb2CO3-ის წყალხსნარში CO20-ს გავატარებთ, მივიღებთ რუბიდიუმის ჰიდროკარბონატს: Rb2CO3+CO2+H2O=2RbHCO3 რომელიც ადვილად იხსნება წყალში. გამოყენებაიყენებენ ფოტოელემენტების კათოდების, დღის სინათლის ლამპების და სხვ. წარმოებაში; რ. უმცირესი რაოდენობით მოიპოვება მცენარისა და ცხოველის ქსოვილებში. ნატრიუმთან, კალიუმთან, ცეზიუმთან, ანთიმონთან და სხვა. ლითონებთან შენადნობების დასამზადებლად. რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|