ქსენონი
ქსენონი[1][2] (ლათ. Xenonum < ბერძ. ξένος [Xenon] — „სხვისი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის, მეთვრამეტე ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIIIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 54, ატომური მასა — 131.29, tდნ — (−111.75) °C, tდუღ — (−108.099) °C, სიმკვრივე — 5.894 გ/ლ. ქსენონი ერთატომიანი უფერული და უსუნო აირია. მიეკუთვნება ინერტულ აირებს. გვხვდება ძირითადად ატმოსფეროში. ბუნებრივი ქსენონი შედგება 9 იზოტოპისაგან: შვიდი (, , , , , და ) სტაბილური და ორი ( და ) სუსტად რადიოაქტიული. 1898 წელს აღმოაჩინეს ინგლისელმა მკვლევარებმა უ. რამზაიმ და მ. ტრევერზმა. ქსენონი ერთობ იშვიათი ელემენტია. ნორმალურ პირობებში 1000 მ3 ჰაერი შეიცავს დაახლოებით 87 სმ3 ქსენონს. შესწავლილია ქსენონის ნაერთები ფთორთან: , , , ; ცნობილია სხვა ნაერთებიც , , და სხვა. ისტორიააღმოჩენილია 1898 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ რამზაის და უ. რელეის მიერ როგორც კრიპტონის მცირე მინარევი. სახელწოდების წარმომავლობამომდინარეობს ბერძ. ξένος — სხვისი. აღმოაჩინეს 1898 წ. ინგლისელმა მეცნიერებმა უ. რამზაიმ და მ. ტრავერსიმ, რომლებმაც თხევადი ჰაერი ნელ-ნელა ააორთქლეს და ძნელად აქროლადი ფრაქციები გამოიკვლიეს სპექტროსკოპიული მეთოდით. ქსენონი იყო აღმოჩენილი როგორც კრიპტონის მინარევი, საიდანაც მოდის მისი სახელწოდებაც. ქსენონი — ძალიან იშვიათი ელემენტია. ნორმალურ პირობებში 1000 მ3 ჰაერი შეიცავს მიახლოებით 87 სმ3 ქსენონს. გავრცელებულიამზის სისტემაშიმზის ატმოსფეროში, დედამიწაზე, ასტეროიდების და კომეტების შემადგენლობაში ქსენონი შედარებით იშვიათია. მარსის ატმოსფეროში ქსენონის კონცენტრაცია დედამიწის ანალოგიურია: 0.08 მემილიონე ნაწილი[3], თუმცა 129Xe-ის არსებობა მარსზე უფრო მაღალია, ვიდრე დედამიწაზე ან მზეზე. რადგანაც მოცემული იზოტოპი წარმოიქმნება რადიოაქტიური დაშლის შედეგად, მიღებული მონაცემები ცხადყოფენ მარსის მიერ პირველადი ატმოსფეროს დაკარგვას, შესაძლებელია, პლანეტის ფორმირების შემდეგ პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში[4][5]. იუპიტერზე კი, პირუკუ, ქსენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა ატმოსფეროში — და თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე მზეზე[6]. თვისებებიფიზიკურიდნობის ტემპერატურა −112 °C, დუღილის ტემპერატურა −108 °C, განმუხტვისას ანათებს იისფრად. ქიმიურიქსენონი არის პირველი კეთილშობილი ინერტული აირი, რომლისთვისაც მიღებული იქნა ნამდვილი ქიმიური ნაერთები. ნაერთების მაგალითებს წარმოადგენენ ქსენონის დიფტორიდი, ქსენონის ტეტრაფტორიდი, ქსენონის ჰექსაფტორიდი, ქსენონის ტრიოქსიდი. ქსენონის პირველი ნაერთი მიღებულ იქნა ნილ ბარტლეტის მიერ ქსენონისა და პლატინის ჰექსაფტორიდის რეაქციით 1962 წ. ამ მომენტიდან ორი წლის განმავლობაში მიღებულ იქნა უკვე რამდენიმე ათეული ნაერთი, მათ შორის ფტორიდები, რომლებიც წარმოადგენენ პირველად ნივთიერებებს ქსენონის დანარჩენი ყველა წარმოებულის სინთეზისათვის. ბოლო დროს აღწერიალია ქსენონის ფტორიდები და მათი სხვადასხვა კომპლექსები, ოქსიდები, ქსენონის ოქსიფტორიდები, მჟავების ნაკლებადმდგრადი კოვალენტური წარმოებულები, შენაერთები ბმებით Xe-N, ქსენონორგანული ნაერთები. შედარებით ბოლო დროს მიღებული იქნა ოქროს საფუძველზე არსებული კომპლექსი. ადრე აღწერილი სტაბილური ქსენონის ქლორიდების არსებობა არ დადასტურდა (მოგვიანებით აღწერილი იქნა ექსიმერული ქსენონის ქლორიდები). იზოტიპებიქსენონისათვის ცნობილია იზოტოპების არსებობა რომელთა მასური რიცხვებია 110-დან 147-მდე და 12 ბირთვული იზომერი. მათ შორის სტაბილურს წარმოადგენენ იზოტოპები მასური რიცხვით 124, 126, 128, 129, 130, 131, 132, 134, 136. დანარჩენი იზოტოპები რადიოაქტიურნი არიან, ყველაზე გრძელვადიანი -- 127Xe (ნახევრადდაშლის პერიოდი 36.345 დღეღამე) და 133Xe (5,2475 დღეღამე), დანარჩენი იზოტოპების ნახევრად დაშლის პერიოდი არ აღემატება 20 საათს. ბირთვულ იზომერებს შორის ყველაზე სტაბილურია 131Xem ნახევრადდაშლის პერიოდით 11,84 დღეღამე, 129Xem (8.88 დღეღამე) და 133Xem (2.19 დღეღამე)[7] ქსენონის იზოტოპს მასური რიცხვით 135 (ნახევრად დაშლის პერიოდი 9,14 საათი) აქვს სითბური ნეიტრონების მოტაცების მაქსიმალური ბირთვული ეფექტური განიკვეთი ყველა ცნობილ ნივთიერებას შორის — მიახლოებით 3 მილიონი ბარნი ენერგიისათვის 0,069 ევ[8], მისი დაგროვება ბირთვულ რეაქტორებში ტელურ-135-ის და იოდ-135-ის ბირთვების β-დაშლის ჯაჭვის შედეგად მიდის ე.წ. რეაქტორის მოწამლვამდე ქსენონით (იხ. ასევე იოდის ორმო). მიღებაქსენონს მიიღებენ მეტალურგიულ საწარმოებში როგორც თხევადი ჟანგბადის წარმოების თანაურ პროდუქტს. მეწველობაში ქსენონს მიიღებენ როგორც თანაური პროდუქტს ჰაერის გაყოფისას ჟანგბადად და აზოტად. ასეთი გაყოფის შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივ მიმდინარეობს რექტიფიკაციის მეთოდით, მიღებული თხევადი ჟანგბადი შეიცავს კრიპტონისა და ქსენონის მცირე რაოდენობას. თხევად ჟანგბადს შემდგომი რექტიფიკაცია ამდიდრებს კრიპტონ-ქსენონის ნარევის შემცველობას 0.1-0.2 %-მდე, რომელიც გამოიყოფა სილიკაგელზე ადსორბციით ან დისტილაციით. საბოლოოდ, ქსენონ-კრიპტონის კონცენტრატი შეიძლება გაყოფილ იქნას დისტილაციით ცალ-ცალკე კრიპტონად და ქსენონად. თავისი მცირე გავრცელების გამო, ქსენონი შედარებით უფრო ძვირია ვიდრე უფრო მჩატე ინერტული აირები. გამოყენებამიუხედავად მისი მაღალი ღირებულებისა, ქსენონი შეუცვლელია მთელ რიგ შემთხვევებში:
ბიოლოგიური როლიქსენონი არ თამაშობს არავითარ ბიოლოგიურ როლს. ფიზიოლოგიური ქმედება
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|